კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს

11 მარტი 2020, 20:40 1803 ნახვა

კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, პირველ ინფიცირებულს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, ინფექციის „ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა“. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

ინფიცირებულთა შორის ერთი მოზარდია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. ვირუსის შესაძლო გავრცელების რისკებს შემცირების მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა პოლიკლინიკის წარმომადგენლებსა და ოჯახის ექიმებს ტრენინგებს უტარებენ. რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს  რეკომენდაციებს აძლევს სურსათის ეროვნული სააგენტო  და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებულებს ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში