ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია

11 მარტი 2020, 09:50 1760 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. გუშინ გვეიან ღამით ორი შეხვედრა გაიმართა.

,,ვალენსიამ’’ ,,მესტალიაზე’’  იტალიურ ,,ატალანტას’’ დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. 32 წლის სლოვენიელმა იოზეფ ილიჩიჩმა ,,ღამურებს’’ მშვიდი ღამე დაურღვია და 4 გოლი გაუტანა. ანგარიში  მე-3 წუთზე თერთმეტრმეტრიანიდან ილიჩიჩმა გახსნა და ,,ატალანტა’’ დააწინაურა. 

კევინ გამეირომ 21-ე წუთზე  წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ,,ღამურების’’ კარში კიდევ ერთი თერთმეტრმეტრიანი დაინიშნა, რომელიც  ილიჩიჩმა ისევ ზუსტად შეასრულა. 

მეორე ნახევარის დასაწყიში გამეირომ  დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2:2 გახადა. 67-ე ,,ვალენსია’’ შეხვედრაში პირველად ფერან ტორესმა დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ 71-ე , 81-ე წუთებზე სლოვენილემა იოსებ ილიჩიჩმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და პოკერი შეასრულა.

ორი მატჩში იტალიელებმა ,,ვალენსია’’ 8-4 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
რაც შეხება მეორე მატჩს აქ ,,ლაიფციგმა’’  ლონდონის ,,ტოტენჰემი’’ მიიღო და 3-0 დაამარცხა. გერმანელთა კაპიტანმა საბიცემრა მე-10 და 21-ე დუბლი შეასრულა და ‘’ლაიფციგს’’ ტაიმი 2-0 მოაგებინა.

87-ე წუთზე კი მოედანზე შემოსვლიდან 35 წამში ფროსბერგმა რიგით მესამე გოლი გაუტანა ჟოზე მოურინიოს ,,ტოტენჰემს’’ და ,,ლაიფციგმა’’ ლონდონელები ორი მატჩის ჯამში 4-0 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვევა. ,,ლივერპული’’ ,,ენფილდზე’’ მადრიდის ,,ატლეტიკოს’’ უმასპინძლებს. პ

მატჩში ესპანეთში ,,ატლეტიკომ’’ 1-0 მოიგო. დღევანდელ დაპირისპირებაში ,,ლივერპულს’’ : ალისონი  , კლაინი და ჩაქირი დააკლდება , ასევე საეჭვოა გუნდის კაპიტანის ჯორდან ჰენდერსონის თამაშიც. რაც შეეხებათ მადრიდელებს ეჭვქვეშაა ლომას ლემარისა და ალვარო მორატას თამაში.
მეორე დაპირისპირებაში კი ,,პსჟ’’ გერმანულ ,,დორტმუნდს’’ მიიღებს. პირველ მატჩში ,,სინგალ იდუნა პარკზე’’ ,,დორტმუნდმა’’ 2-1 გაიმარჯვა.  ფრანგებს ამ მატჩში ერერა , მუნიე და ვერატი ვერ დაიეხმარება , საეჭვოა დაგბას , მბაპესა და ტიოაგო სილვას ასპარეზობა. რაც შეეხება გერმანელებს  მათ ტომას დელანეი და მარკო როისი არ ეყოლებათ,
ორივე შეხვედრა დღეს 23:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში