''ენმ'' – გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს

22 სექტემბერი 2016, 00:00 4150 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერის იმპიჩმენტის საკითხზე პროცედურებს იწყებს და საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასთან კონსულტაციებს გეგმავს. გიორგი ერმაკოვის გადაყენების მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად, ოპოზიცია მერის ბოლო ინიციატივას ასახელებს. კირთაძე განმარტავს, რომ არჩევნებამდე 17 დღით ადრე, საბიუჯეტო ცვლილების განხორციელების მოთხოვნა ამომრჩევლის მოსყიდვაა და ამ ქმედებით, ბათუმის მერი საბიუჯეტო და საარჩევნო კოდექსს არღვევს. მერიის საფინასო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ თანხა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო. მისივე თქმით, ფინანსებს დღემდე ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდნენ. ვანაძის ინფორმაციით, 2 მილიონ 250 ათასი ლარი პრივატიზების ხარჯზე მიიღეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან საარჩევნო კოდექსის შეზღუდვა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე არ ვრცელდება.    

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი