ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია

10 მარტი 2020, 18:50 2462 ნახვა

ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია. ამ ეტაპზე ცეცხლის რამდენიმე კერაა. შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

ხანძრის კერებთან ახლოსაა პატარა ხის ფიცრულები და ​​ცხოველთა სადგომები.

ქობულეთში ქარი ქრის და ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი