ბათუმში მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, თუ ფეხზე მდგომი მგზავრები ეყოლებათ

10 მარტი 2020, 15:27 28376 ნახვა

ბათუმში მძღოლებს დააჯარიმებენ, თუ ისინი სამარშრუტო ტაქსებში იმაზე მეტ მგზავრს დაუშვებენ, ვიდრე შესაბამისი სავარძლები აქვთ, ან მოქალაქეებს ფეხზე დააყენებენ - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს. 

მძღოლებს დღეს ოფიციალურად გააფრთხილებენ.

რეგულაციების დარღვევის გამო კი მძღოლებს 100 ლარით დააჯარიმებენ. 

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში