ქართველი სუმოტორი კირიბაიამას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა

10 მარტი 2020, 13:06 560 ნახვა

ჰარუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, კირიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა. ლევანს აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:2-ზე.

ხვალ, 11 მარტს, ქართველი ფალავნის მეტოქე მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მარცხი არ აქვს. ცნობისთვის კორონავირუსის გამო მიმდინარე ბაშო მაყურებლის გარეშე ტარდება.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი