ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ აჭარაში 30 ობიექტზე ნახევარი მილიონი ლარი უკანონოდ დაიხარჯა

10 მარტი 2020, 12:29 1319 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. მათი თქმით, აჭარაში 30-ზე მეტ ობიექტზე ნახევარ მილიონამდე ლარი უკანონოდ დაიხარჯა  და სამუშაოები არ შესრულდა, პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე კი უწყებისგან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებაზე უარი მიიღეს.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ დარღვევები იკვეთება სარფის ნაპირსამაგრი სამუშოების დაწყებული და დაუსრულებელი სამუშოების დროს, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზისა და ყწლისა და ჭაბურღილების რეაბილიტაციისას. ასევე, ხულო ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე და ა.შ. 

რეზო ხარაზი დანაშაულებრივს უწოდებს აუდიტის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებს. 

დღესვე ბრიფინგზე საზოგადოებრივის მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გასული, ხელვაჩაურის მერის ის კომენტარი აჩვენეს, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ აჭარისწყლის გაბიონის მშენებლობისას, მუნიციპალიტეტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო. ოპოზიციის შეფასებით ფაქტი აღიარებითი ჩვენების ტოლფასია.  

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პროკურატურისგან მიღებული წერილით ვლინდება, რომ უწყება მოთხოვნილ ინფორმაციაზე აღრიცხვას არ აწარმოებს.

დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე აჭარის მაუწყებლისთვის სხვადასხვა უწყებებში არ გაკეთებულა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში