ბათუმის პორტიდან ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანილ პირს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

10 მარტი 2020, 09:41 4070 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მოქალაქეს, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. იგი ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

აღნიშნული პირი გუშინ, 9 მარტს, ბათუმის პორტიდან უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა.  მოკვლევით დადგინდა, რომ  მოქალაქეს იტალიაში მოგზაურობის ისტორიაც ჰქონდა. შემოწმების დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა. 

ის თბილისიდან ბათუმში საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გონიოში საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე კვლავ 30 პირი რჩება. 

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში