ქობულეთის "შუქურამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა

09 მარტი 2020, 23:07 1836 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა ორში ქობულეთის ,,შუქურამ ‘’ მეორე გამარჯვება იზეიმა.
ქობულეთლები გასვლაზე წყალტუბოში ‘’სამგურალს’’ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი, 26-ე წუთზე, დავით ჯიქიას ჩაწოდების  შემდეგ,  კომახიძემ გაიტანა და ,,შუქურას’’ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
დღეს ეროვნულ ლიგა ორში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა . ,,რუსთავისა’’ და ბოლნისის ,,სიონის’’ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა , ხოლო  თბილსის ,,ვით ჯორჯიამ’’ 4-2 დაამარცხა თბილისის ,,შევარდენი’’.
ხვალ ლიგა ორში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება.  ,,არაგვი’’   ,,გაგრას’’ უმასპინძლებს , ხოლო მარტვილის ,,მერანი’’ ზუგდიდის ,,დინამოს’’ ესტუმრება.
ამ დროისთვის ლიგა ორის ცხრილს 6 ქულით ქობულეთის ,,შუქურა’’ ლიდერობს.
შემდეგ შეხვედრას გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი ,,შუქურა’’ 14 მარტს ზუგდიდის ,,დინამოს’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი