120/30 - შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე

09 მარტი 2020, 18:01 1933 ნახვა

120/30 ზე, 1 პროცენტიანი ბარიერი და ე.წ. 40 პროცენტიანი ჩამკეტი-მხარეებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უდრის მთავრობისა და ოპოზიციის პოლიტიკურ სიმწიფეს და ერთი ნაბიჯით დაახლოვებას ჭეშმარიტ დემოკრატიასთან - ასე ეხმიანებიან რამდენიმე თვიანი დაპირისპირების შემდეგ შემდგარ შეთანხმებას ევროპარლამენტარები. ნატოსთან დაახლოების პერსპექტივას უსვამენ ხაზს ამერიკელი კონგრესმენები.

შეთანხმების კანონპროექტად ჩამოყალიბებაზე მუშაობა დღეს გაგრძელდა. შეხვედრას ოპოზიცია არ დასწრებია. ამბობენ, რომ საპარლამენტო მუშაობას კანონპროექტის ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ გააგრძელებენ.  მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდეს, ახალ ინიციატივას მხარს უჭერენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში