კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09 მარტი 2020, 13:40 2112 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. 

''სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს'' - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თითქმის დასრულებულია იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი მოქალაქეების რეგისტრაცია. 

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით 15 პირია ინფიცირებული. კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში