ბათუმის ''დინამომ'' თბილისთან ფრე ითამაშა - ეროვნული ლიგა

08 მარტი 2020, 20:37 498 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩს ,,დინამო არენამ’’ უმასპინძლა, სადაც დინამოური დერბი შედგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ 50-ე წუთზე ექს დედაქალაქელმა ჯაბა ჯიღაურმა როინ კვასხვაძის კარგი დალაშქრა და ბათუმლები დააწინაურა. 5 წუთში კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბათუმელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, როდესაც შულაიას ჩაწოდების შემდეგ ბურთი მამუჩაშვილს ხელზე მოხვდა. თბილისელთა კაპიტანმა ნიკა ნინუამ კი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც 1:1 დააფიქსირა.

გუშინ მეორე ტურის 3 მატჩი გაიმართა. ლოკომოტივმა გასვლაზე ,,ჩიხურა’’ 3-1 დაამარცხა. ,,სამტრედიამ ‘’ ქუთაისის ,,ტორპედოს’’ უმასპინძლა და 1-0 გაიმარჯვა, ხოლო ,,ეროვნული’’ ლიგის დებიუტანტმა თბილისის ,,მერანმა’’ ,,საბურთალოს’’ უგოლო ფრით დაუზავდა.

დღეს ეროვნულ ლიგაში კი კიდევ ერთი დაპირისპირება იყო, სადაც ,,თელავისა’’ და გორის ,,დილას’’ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ბათუმის ,,დინამოს’’ 2 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. გათამაშებუის ლიდერი კი 6 ქულით თბილისის ‘’ლოკომოტივია’’.

შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის ,,დინამო’’ 12 მარტს ,,ანგისის ბაზაზე’’ ,,თელავის’’ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი