კორონავირუსით ირანში ქალი პოლიტიკოსი გარდაიცვალა

07 მარტი 2020, 15:25 1938 ნახვა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ფატიმა რაჰბარი ირანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ აირჩიეს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსს ზაფხულშიც ექნება გავრცელების უნარი. მაიკ რაიანის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა აქტიურობა და ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და პერუში გამოვლინდა. ინფიცირებულები უახლოეს წარსულში ევროპაში მოგზაურობდნენ. იტალიაში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 197-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 4 ათასამდე ადამიანი.

საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების ასი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით 3 491 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელება კი 57 ათასზე მეტმა ადამიანმა მოახერხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში