ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნეს - ბრძანება დირექტორმა გამოსცა

06 მარტი 2020, 19:20 15321 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8 საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.

გადაწყვეტილება თეონა ბაკურიძე, რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.

დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძე არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძე მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.

დირექტორი ამბობს, რომ რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. მას მეორე მხარის განმარტებების შესახებ, ბრძანებაში არაფერი უწერია.

დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.

ეს უკვე მესამე პარასკევია, როცა საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები სხვადასხვა მოტივით ხორციელდება. ახალი ამბების რედაქცია ჯერ საინფორმაციოს უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს დაატოვებინეს ახალი ამბების სამსახური - გააუქმეს მისი შტატი, შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, შორენა ღლონტს გაუუქმდა კონტრაქტი დისციპლინარული საქმის საფუძველზე, ახლა კი ეთერიდან მოიხსნა თეონა ბაკურიძე.

დღეს, 6 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ლალი ბერძენიშვილის განცხადებით, რომელიც მის კონსულტანტად დაინიშნა, მასზე ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ჟურნალისტები კი ამბობდნენ, რომ ის ტელევიზიაში შეუძლოდ არ გამხდარა.

ჟურნალისტებმა, განცხადებაც გაავრცელეს, სადაც თქვეს რომ აბაზაძის დანიშვნა კრიზისის გაღრმავება იყო და ეს მენეჯმენტმა მიზანმიმართულად გააკეთა. მანამდე კი, თვეების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ ახალ დირექტორს გიორგი კოხრეიძე, სამ მრჩეველთან ერთად, რომლებიც "ქართული ოცნების" კვოტით არის არჩეული, ახალი ამბების პოლიტიკის შეცვლა სურთ და ტელევიზიიდან კადრების წმენდა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში