უფუნქციოდ დარჩენილი ჭაბურღილი სოფელ განახლებაში

05 მარტი 2020, 18:32 1870 ნახვა

უფუნქციოდ დარჩენილი ჭაბურღილი სოფელ განახლებაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრ მიშა ბოლქვაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წყლის სისტემის მოსაწყობად 135 ათასი ლარი დახარჯა მერმა კომპანიასთან  ხელშეკრულება გასული წლის სექტემბერში, ამავე წლის ნოემბერში კი  მიღება- ჩაბარების აქტი გააფორმა. ამის მიუხედავად,წყლის სისტემა  ექსპლუატაციაში არ შესულა. 

მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ წყალს წყაროებიდან ეზიდებიან. ჭაბურღილის ამოქმედებას 80 ოჯახი ელოდება. ხელვაჩაურის მერი ოპონენტის ბრალდებას პასუხობს, ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ ჭაბურღილი ექსპლუტაციაში შევიდა, თუმცა მალევე წყლის დებეტი მინიმალურ ზღვარზე დაეცა. მისი თქმით, უკვე მიმართეს მშენებელ კომპანიას და მათ პასუხს ელოდებიან,.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში