სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყება

05 მარტი 2020, 15:54 1883 ნახვა

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად  ვებგვერდზე online.naec.ge. გაივლიან.

რეგისტრაციის გავლამდე ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომელშიც იქნება დეტალური ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ, ასევე სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. 

2020 წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

ტესტი კვლავ ოთხნაწილიანი იქნება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში