კორონავირუსის გამო იტალიაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა

05 მარტი 2020, 11:58 1193 ნახვა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 53 688-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა.

ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს,რომელიც ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას. განსაზღვრული თანხა გათვალისწინებულია ვაქცინის შესამუშავებლადაც.

კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს გადაეცა. ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულია 154.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში