ენმ აჭარის მთავრობას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

04 მარტი 2020, 20:10 1808 ნახვა

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 72 მილიონი ლარი გაიფლანგა - ამის შესახებ ბრალდებას „ერთიან ი ნაციონალური მოძრაობა“ ახმოვანებს.  გია აბულაძის თქმით, მუნიციპალიტეტებმა მილიონნახევარ  მეტრზე მეტი  სიგრძის პოლიეთილენის მილი შეიძინეს, თუმცა სამუშაოები არ ჩატარებულა, კოლოსალური თანხის დახარჯვის მიუხედავად კი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 

ამ ბრალდებას აბსურდს უწოდებენ მუნიციპალიტეტების მერები. ისინი წყლის მიწოდების პრობლემას არ უარყოფენ, თუმცა გაფლანგვას გამორიცხავენ. შეისწავლის თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას აუდიტი ჯერ უცნობია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში