იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა 

04 მარტი 2020, 17:14 2342 ნახვა

იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ამჟამად რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გაახმოვანა.

''იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში