ავტობანის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი

03 მარტი 2020, 18:25 1793 ნახვა

მახვილაურის მცხოვრებლებმა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ის დაზიანებები, რომლებიც მათი თქმით საცხოვრებლებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მიადგა, აქამდე ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მშენებელ კომპანიას მუშაობაც შეაწყვეტინეს, ისინი მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციას ითხოვენ. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოკვლევას ჩაატარებენ და ბრალის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კომპენსაციებზეც საუბარი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში