ბათუმში, ავტობუსების სპეციალური საშუალებებით დეზინფექცია დაიწყო

03 მარტი 2020, 11:06 1509 ნახვა

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავტობუსების სპეციალური საშუალებებით დეზინფექცია და სველი წესით დასუფთავების განხორციელება დაიწყო. მერიის განცხადებით პროცედურები ყოველდღიურად ჩატარდება.

რეკომენდაციები მისცეს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებსაც, რომლებიც ბათუმის სამარშრუტო ხაზებზე მუშაობენ. აქაც იგივე პროცედურები ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ქალაქის ბაღებშიც. სწავლის განახლებამდე პროცედურები კიდევ ერთხელ ჩატარდება.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში