მძღოლებისთვის ხულოსკენ მიმავალი ცენტრალური გზა სახიფათოა - მაგისტრალზე ქვები ცვივა

03 მარტი 2020, 11:37 1492 ნახვა

ქვათაცვენის პრობლემა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე კვლავ აქტუალურია.  ავტომობილის მძღოლები ირწმუნებიან, რომ ქვის ლოდები  ხშირად საფრთხის  შემცველ სიტუაციას  ქმნიან.  

გადაადგილების პრობლემას უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს ასევე მძღოლებს.  ქვათაცვენა განსაკუთრებით შეიმჩნევა შუახევში  ჩანჩხალოს, ხოლო ხულოში  დიაკონიძეების მონაკვეთებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. პრესცენტრში კი განმარტეს, რომ  ტერიტორიის ქვებისგან  პარალელურად ასუფთავებენ. მასშტაბურად კი გზას გაზაფხულზე გაწმენდენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში