მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა

03 მარტი 2020, 11:40 1452 ნახვა

მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 89,851 შემთხვევა - გამოჯანმრთელდა 45,636 ადამიანი რაც დასრულებული შემთხვევების 94 %. აქტიური ანუ დაავდების მიმდინარე ინფექცია 41,146 ადამიანს აქვს. სულ დღეისათვის "კოვიდ 19"-ით გარდაცვლილია 3,069 ადამიანი, რაც დახურული შემთხვევების 6%  შეადგენს.

"კოვიდ 19"-ის გავრცელების ზონაში ანუ ჩინეთში სულ დაავადების 80,026 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან +202 ახალია.სამხრეთ კორეაში 4,335 დაავადებულია აღრიცხული, აქედან მარტო დღეს 599 დაემატა.

იტალიაში 1704 შემთხვევაა დაფიქსირებული. +3 ადამიანი დაემატა დღეს.ირანში,1501 ინფიცირებულია, თუმცა სამხრეთ კორეის მსგავსად მზარდია ტენდენცია, მარტო დღეს ირანში დაინფიცირების +523 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც დღემდე "კოვიდ 19" შესული არ იყო და მხოლოდ დღეს დაფიქსირდა - მსოფლიო რუკაზე დღეს გაწითლდნენ: ჩეხეთი, ინდონეზია, ისლანდია, ანდორა, დომენიკის რესპუბლიკა და შოტლანდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში