რა არ მიუთითა მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემ ქონებრივ დეკლარაციაში? – კვლევა

02 მარტი 2020, 20:40 1368 ნახვა

ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ აქვს დეკლარირებული, რაც კანონმდებლობის დარღვევაა - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ. ორგანიზაცია პერიოდულად იკვლევს დეკლარაციებში დარღვევებს და მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კვლევა აჩვენებს, რომ 2013-2019 წლებში ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა შესყიდვებიდან 156 073 ლარი მიიღო. დეკლარაციაში არაა მითითებული ისიც, რომ მის მეუღლეს ბინები აჩუქეს.

 მალხაზ ჭკადუას განცხადებით ბოლქვაძის ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული  ტენდერები  კითხვით ნიშნებს აჩენს, რომლებიც ასევე არ არის ასახული დეკლარაციაში. ჩვენ დავუკავშირდით ანზორ ბოლქვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ გაეცნობა კვლევას, თუმცა ამ დრომდე მას ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში