საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი ლარი გამოყო

02 მარტი 2020, 20:08 1164 ნახვა

საქართველოში ბოლო ერთ თვეში 171 შესაძლო შემთხვევა გამოიკვლიეს, აქედან კი მხოლოდ 3 შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  სამივე დაავადებულის შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს, ისინი რჩებიან ბოქსირებულ განყოფილებაში. რაც შეეხება საკარანტინო ზონას - იზოლაციაში ამ ეტაპზე 120 ადამიანი იმყოფება. ამასთან, ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას, მოერიდონ თავშეყრის ღონისძიებებს. უწყებებმა გააუქმეს ხალხმრავალი ღონისძიებები, დაიგეგმა სადეზინფექციო სამუშაოები ყველა იმ ტრანსპორტსა, თუ გადაადგილების ადგილებში, რასთანაც ყველაზე ხშირად აქვთ შეხება მოქალაქეებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში