აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება არ ერევა - თორნიკე რიჟვაძე

28 თებერვალი 2020, 18:34 966 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს, ხელისუფლების ჩარევას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებში ჩართულობას. რამდენიმე დღის წინ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ახალი ამბების უფროსის მოადგილის პოსტი გააუქმეს, სხდომის დროს ე.წ. ''ოცნების ქალაქის'' მცხოვრებლების ნაწილი, შენობასთან მოვიდა და პრეტენზია გამოთქვა, თუ რატომ არ გადაიღო საინფორმაციო სამსახურმა მოქალაქეთა მადლობა თორნიკე რიჟვაძის მიმართ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ამ ფაქტთან მას კავშირი არ აქვს, ამბობს რომ მას მოქალაქეებთან აქვს კონტაქტი და საჯარო მადლობა არ სჭირდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში