კორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის სანზონის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა 

28 თებერვალი 2020, 17:59 6686 ნახვა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ სანზონის ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა - ინფორმაცია თავდაპირველად imedinews გაავრცელა. მოგვიანებით აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააზუსტა, რომ მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა.

ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ 26 თებერვალს დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. 

არსებული ინფორმაციით, ბანკის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი თავს შეუძლოდ გრძნობს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს თქვა, დგინდება წრე, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. 

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დღეს დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში