შვილიშვილის ბაღში მიყვანა დააგვიანდათ და პანიკა ამტყდარა - პაატა იმნაძე

28 თებერვალი 2020, 14:31 1702 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს შვილიშვილის ბაღში მიყვანა დააგვიანდათ და პანიკა ამყდარა

“ახლა გზაში ვარ სამშობლოსკენ. შვილმა მომწერა, შვილიშვილის ბაღში მიყვანა დაუგვიანდა და პანიკა ამტყარა, შენ რომ აღარ მოიყვან, დავიკეტებითო. ყველაფერი სიტუაციის შესაბამისად გაკეთდება. მთავარია ყველა მშვიდად ვიყოთ” - დაწერა იმნაძემ ფეისბუქზე. 

ის თბილისში ვენიდან ბრუნდება, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით კონფერენციაზე იმყოფებოდა. 

საქართველოში კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე საქართველოს მოქალაქეა, ერთი ირანში მოგზაურობდა, მეორე კი იტალიაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში