მახვილაურში, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

28 თებერვალი 2020, 11:54 1318 ნახვა

მახვილაურში, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აიძულეს, რომ სამუშაო პროცესი შეეწყვიტათ.  

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ერთი კვირის წინ შეჩერებული სამუშაოები  ისე განახლდა, რომ კომპანიის, საგზაო დეპარტამენტისა და ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

მახვილაურის მცხოვრებლების, თქმით მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად დაიბზარა სახლები და საფრთხე ექმნებათ, ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებას ჯერ-ჯერობით არავინ აპირებს.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ დაზიანებული გზის პრობლემა დროებითია, უკავშირდება თუ არა გზის დაზიანება ავტობანის მშენებლობას, უწყება პრობლემას შეისწავლის და პასუხი სავარაუდოდ ერთ თვეში იქნება ცნობილი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში