3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი-კონტაქტურ კარატეში აჭარის წარმომადგენლების შედეგი - სპორტის სიახლეები

27 თებერვალი 2020, 17:37 2344 ნახვა

• ლატვიაში  კონტაქტურ კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აჭარის წარმომადგენლებმა  4 მედალი მოიპოვეს,  მათ შორის 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს. 16 -17    ასაკობრივ კატეგორიაში    -65   კგ-ში ჩემპიონი მინდია მგელაძე გახდა, +18 ასაკობრვ კატეგორიაში   -75   კგ-ში  დათა ფუტკარაზემ იზეიმა ჩემპიონობა,-85  კგ-ში კი  დავით მსხალაძემ მოიპოვა ოქროს მედალი. ბრინჯაოს მედალს რუსლან მგელაძე დასჯერდა. საერთაშორისო შეჯიბრებაში  4 ქვეყნის 220 სპორტმენი მონაწილეობდა.

 

• 26 წლის ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ცხრილში და ტოკიოს 2020-სკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ კლასიფიკაცია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ განაახლა, სადაც სანდრომ ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრში მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა და მონაგარიც გაზარდა.ახლა, ბაზაძის მაჩვენებელი 127 ქულაა და ის რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფება, ოლიმპიადის ინდივიდუალურ კვალიფიკანტთა შორის კი, ევროპელებში, მხოლოდ ფრანგ ბოლად აპიტის  ჩამორჩება და ტოკიოში მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია. ცნობისთვის, ლიცენზიების საბოლოო განაწილებამდე, ხმლით მოფარიკავეებს ორი მსოფლიო თასი  დარჩათ ჩასატარებელი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში