''წარმატებები ახალგაზრდა ლიდერს“ - კომენტარები ფეისბუქ ლაივზე

26 თებერვალი 2020, 20:30 1977 ნახვა

„წარმატებები ახალგაზრდა ლიდერს“ - ასეთი კომენტარები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნებისმიერ გადაცემაში სტუმრობისას, ფეისბუქ ლაივის ქვეშ ჩვეული ტრადიციაა. წარმატებებს თორნიკე რიჟვაძეს არაავთენტური და ავთენტური პირები, უფრო მეტად კი საჯარო მოხელეები და პარტიასთან დაკავშირებულები ხშირად უსურვებენ. ჩანს შესაძლო ბოტების მობილიზებაც, რომლებიც კრიტიკულ აზრს ხშირად თავს ესხმიან. ამან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა  შეცდომით, ორგანიზებისთვის ტექსტი ჟურნალისტების ჩატში ჩააგდო.

შემოგვასევენ ბოტებს და დაგვჭირდება დახმარება, ვთხოვოთ ჩვენებს“ - ეწერა ტექსტში. ლაივის ქვეშ კომენტარები მართლაც ბევრი იყო, თუმცა შესაძლო ბოტების საპირისპირო ტექსტებზე, მეტად ფეისბუქზე თავმჯდომარის ხოტბა ისმოდა. ამის შემდეგ მთავრობის პიარი თავის მართლების რეჟიმში ჩადგა. რას ემსახურება მთავრობის მობილიზება სოციალურ ქსელში, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ბოლოს ფეისბუქმა ამხილა ბოტებთან კავშირში?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში