ბათუმის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია - საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

26 თებერვალი 2020, 18:19 1063 ნახვა

ვაქცინაზე მუშაობისა და შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდის პარალელურად იზრდება მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საფრთხის რისკი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მომატებულია, მაგრამ სახელმწიფომ ყველა ღონისძიება გაატარა ქვეყანაში რისკის შესამცირებლად.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის, პასუხები კი დღეს უნდა იყოს. ვირუსოლოგები ამბობენ, რომ რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. რას აცხადებენ სააფთიაქო ქსელებში?- ნათია ლომაძე გვიერთდბა პირდაპირ ეთერში

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში