ნინო ხაჟომია რეალ-TV კონფლიქტით დატოვა, ღმერთმა ნუ ქნას მსგავსი ტვ დაბრუნდეს ქართულ მედიაში - გიორგი კოხრეიძე 

26 თებერვალი 2020, 18:06 1488 ნახვა

ნინო ხაჟომიას „რეალ-tv-Si“ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არა აქვს მაუწყებლის დირექტორს, ის განმარტავს, რომ ხაჟომიამ ტელეკომპანია უთანხმოების გამო მალევე დატოვა. დირექტორს ვკითხეთ როგორ დაინიშნა ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომია, ასევე ვთხოვეთ მისი დღევანდელი განცხადების შეფასება. 

''ჩვენ ნინოსთან როცა გვქონდა საუბარი პროცედურის მიხედვით მან დაწერა განცხადება და შემოიტანა. შემდეგ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მივმართე მმართველთა საბჭოს, წარვუდგინე კანდიდატურა და ვუთხარი შეგიძლიათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბროთ. გააკეთეს ეს თუ არა არ ვიცი. სიმართლე გითხრათ მერე აღარ მომიკითხია.

თქვენ როგორ ფიქრობთ ეს კითხვები მე არ დამებადა? იმ დროს, როცა ნინოს აყვანას ვაპირებდი? მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ძაან რთულია, როცა ამდენი გამოწვევაა იპოვო კადრი, რომელიც იმ დავალებას შეგისრულებს.

როგორც გავიგე და მოვიკვლიე მას არ ჰქონია შეხება იმასთან, რაც მოდიოდა რეალ-tv-დან​ იყო რაღაც მცირე ხნით, როგორც ვიცი კონფლიქტი მოუვიდა ბატონ გურამ დონაძესთან და წამოვიდა. მე ამ შემთხვევაში თქვენთან ვარ, ''რეალ- tv რაც იყო ყველამ იცის. ღმერთმა ნუ ქნას მსგავსი რამე ქართულ მედიასივრცეში დაბრუნდეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში