ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ დისციპლინური მოკვლევის პასუხი შესაძლოა დღეს იყოს ცნობილი

26 თებერვალი 2020, 12:15 599 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აპირებს სამართლებრივი დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართოს.

გიგა ჩხარტიშვილმა  სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ იკვეთება აშკარა სამართლებრივი დარღვევები,შორენა ღლონტსა და ენდიაის შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმის მოკვლევა რამდენიმე კვირის წინ მრჩეველთა საბჭოს წევრის თამილა დოლიძის ინიციატივით, დირექტორმა დაიწყო.

გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ სამართლებრივი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში იგი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში