ცენზურა საკადრო ცვლილებების მოტივით - რა ხდება აჭარის მაუწყებელში 

25 თებერვალი 2020, 20:20 1646 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. მოუწოდებს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს, რომ შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

ხელისუფლება იტაცებს ტელევიზიას, ეს აშკარად მიმართულია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე. მმართველი გუნდი კი რომელმაც მრჩევლები აირჩია, პასუხისმგებლობას ისევ არ იღებს. ამბობენ, რომ არ აქვთ კითხვებიც კი.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში