ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

25 თებერვალი 2020, 14:03 1274 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის  გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ, ინფრომაციას პროკურატურა ავრცელებს. გაზრდილ ანაზრაურებას  უწყების 514 თანამშრომელი მიიღებს.

უწყებაში ამბობენ,რომ  ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და  პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ.

“პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს.”

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში