ინფექციურ საავადმყოფოში მატარებლიდან გადაყვანილი ორი პირი რჩება

25 თებერვალი 2020, 11:41 1021 ნახვა

ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით მოათავსეს კლინიკიდან გაწერეს. მათ კორონავირუსის არ დაუდგინდათ.  

ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა. შანხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პირი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგანაც 2 საქართველოს, 2 კი ირანის მოქალაქეა. მათ შესახებ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემები, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

მილანიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების შეფასებით მას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს. მისი ბიოლოგიური მასალა, ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში