ბათუმის მერია მარტოხელა მშობელს ყოველთვიურად 60 ლარს აძლევდა, ახლა 120 ლარით დაეხმარება

24 თებერვალი 2020, 15:27 2488 ნახვა

ბათუმის მერმა სოციალური მიმართულებით ცვლილებები დააანონსა. ლაშა კომახიძის განცხადებით, ხვალ, 25 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე შეაქვს წინადადება, რომ მარტოხელა მშობელს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება გაეზარდოს. 

წლების განმავლობაში, ბათუმში მცხოვრები 350 მარტოხელა მშობელს, ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს, წელიწადში კი 720 ლარს იღებდნენ. პროექტის დამტკიცების შემთვევაში კი ისინი 120 ლარს აიღებენ, ანუ წლიურად 1440 ლარს.  

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს,  70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4 შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, 3 შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4 შვილიანი ოჯახები კი - 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა.

საქართველოშ სამომხმარებლო ფასები ერთ წელში 7.0 პროცენტით გაიზარდა,  დეკემბერში კი წინა თვესთან შედარებით კი ფასნამატმა 0,4 პროცენტი შეადგინა.

 გაძვირებულია ხილი და ყურძენი – 31.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.8 პროცენტით, თევზეული – 14.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 14.1 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი -13.5 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.7 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 6.6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 5.0 პროცენტით, ასევე ზეთი და ცხიმი – 4.6 პროცენტით.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში