ჟურნალისტების მიმართვა მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს

24 თებერვალი 2020, 12:00 1416 ნახვა

დღესვე, ჟურნალისტებმა ჯენი კვანტალიანმა და ნათია ლომაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის და რადიოს დირექტორს, ასევე მრჩეველთა საბჭოს წერილობით მიმართეს.  ისინი დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარი ინცინდეტის მოკვლევას და შესაბამის   რეაგირებას ითხოვენ.  

ამბობენ, რომ მათი როგორც ჟურნალისტების უფლებები დაარღვია კომისიამ. გასაუბრებაზე კანდიდატებს განსახილველად ჟურნალისტს ჯენი კვანტალიანის სიუჟეტის გარჩევა მოსთხოვეს. რაც რეპორტაჟის შინაარსის განხილვას  გულისხმობდა.  

რისი უფლებაც დირექტორის მოადგილეს მით უფრო კანდიდატებს არ ჰქონდათ. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოს გადაღების გამო კი ჟურნალისტ ნათია ლომაძეზე კომისიის წევრებმა ზეწოლა მოახდინეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

თუკი დირექტორი და მრჩეველთა საბჭო ფაქტზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენს ჟურნალისტები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. როგორც მაუწყებლის დირექტორმა უკვე განაცხადა მოკვლევას დღეიდან დაიწყებს.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში