გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა

23 თებერვალი 2020, 22:28 623 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა. 

მან ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრეი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა . 

დღეს საღამოსვე ბექა ღვინიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გერმანიაში დასრულებულ ძიუდოს გრანდ სლემზე, საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში