სოფელ წინსვლაში  მცხოვრებთა პროტესტი

23 თებერვალი 2020, 18:18 499 ნახვა

სოფელ წინსვლაში  მცხოვრებლები,   ბეტონის დამამზადებელი ქარხნიდან შიდა სასოფლო გზაზე  ტალახის გადმოღვრას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით   გზის გასწვრივ   ბეტონის  გადამზიდი მანქანებიც ირეცხება ,რის გამოც სავალი ნაწილი ტალახით იფარება  და   გადაადგილება შეუძლებელია. მოქალაქეების ინფორმაციით აღნიშნული გზით  40-მდე ოჯახი სარგებლობს , გზის გავლა უწევთ სკოლის მოსწავლეებსაც. ადგილობრივები კომპანიას   პრობლემური მონაკვეთის   მოწესრიგებას თხოვენ.

ბეტონის დამამზადებელი ქარხანა ავტობანის მშენებლობას ემსახურება,ბეტონით მომმარაგებელი კომპანია „ფოლათ იოლ იაფის“ წარმომადგენელი მოქალაქეების მოთხოვნით  ადგილზე მივიდა და განაცხადა, რომ  გზის მოწესრიგება უახლოეს საათებში დაიწყება. ადგილობრივების განცხადებით  ქარხნიდან პერიოდულად კვამლიც გამოდის  და ჰაერს  აბინძურებს, კომპანიაში კი  ირწმუნებიან , რომ ტექნიკური ხარვეზი რის გამოც  დანადგარიდან კვამლი გამოდიოდა უკვე აღმოფხვრილია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში