ჟურნალისტების დისკრედიტაცია და ზეწოლა - ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?

22 თებერვალი 2020, 20:20 1575 ნახვა

ჟურნალისტების დისკრედიტაცია და ზეწოლა - ამის თქმით უფლებას, ჩვენს კოლეგებს, მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აძლევთ. ახალი ამბების მთავარი გამოშვების რედაქტორი საუბრობს, რომ მართლდება ის მოლოდინები, რაც მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ ჰქონდათ.

დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებს, გასაუბრებაზე იმ რეპორტაჟის შეფასება თხოვეს,   რომელზეც მოკვლევა თვითრეგულირების საბჭომ 2 დღის წინ დაასრულა. სიუჟეტის განხილვაზე უარი თქვა, კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატმა, დირექტორი კი ფაქტის მოკვლევას აპირებს. რა კრიტერიუმებით შეარჩია საკონკურსო კომისიამ  დირექტორის მოადგილე და რამდენი ქულა მიიღეს მონაწილე კანდიდატებმა? - ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი