ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილთაგან ორს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ

22 თებერვალი 2020, 12:30 9479 ნახვა

ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე დიაგნოსტიკის მიზნით ტესტი ჩატარდება, – ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ  საავადმყოფოში შეყვანილი ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან.

მათ აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდათ და კლინიკაში ამიტომაც გადაიყვანეს. ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში