პურის ფასი არ იზრდება - პურის მწარმოებლები

21 თებერვალი 2020, 20:44 1918 ნახვა

აჭარაში პური არ გაძვირებულა. გავრცელებულ ინფორმაციას პურის ფასის ზრდის თაობაზე ამ ეტაპზე საცხობების ნაწილში არ ადასტურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ გაძვირებას. პური „ლაივპრესის“ ცნობით გუშინ 10 თეთრით გაძვირდა ზუგდიდში, მაგრამ აქ საცხობებს ფასი 2018 წელს არ გაუზრდიათ. 1 წლის წინ ფასის ზრდის შესწავლა მაშინდელმა პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, მაგრამ ამ უწყებას კონკრეტული მიზეზი არ გამოუვლენია.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, შესაბამის ასოციაციებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არ მომატებულა ხორბლის ფასიც - არასწორი ცნობების გავრცელება კი თავისუფალი ბაზრის პრინციპებში, თავის მხრივ შესაძლოა საცხობების მეპატრონეებისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს და  ფასი თვითნებურად გაზარდონ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში