პირველკლასელთა რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

21 თებერვალი 2020, 19:25 3518 ნახვა

2020 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა, პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი პირველ ეტაპზე, 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით იქნება და რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

მეორე ეტაპი, რომელიც ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვთვლით სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;

მშობელი სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია, 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge-ზე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი