თბილისის აეროპორტში პირს 304 მობილური ტელეფონი მალულად შემოჰქონდა

21 თებერვალი 2020, 10:14 1696 ნახვა

20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ჯამში 304 ცალი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 48 770 ლარია.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში