„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვს

20 თებერვალი 2020, 20:45 637 ნახვა

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ პარკირების საფასურის გაზრდას ითხოვს. წინადადებით სამსახურმა საკრებულოს უკვე მიმართა და მას მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით - მაგალითად თუ აქამდე ნახევარწლიან პარკირებაში იხდიდით 25 ლარს, ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში 45 ლარის გადახდა მოგიწევთ. 15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასურიც. დღეს ჩვენ ავტოტრანსპორტის უფროსს ვკითხეთ - რა არგუმენტი აქვთ და რითი ასაბუთებენ ფასის ზრდას ადგილების სიმცირის ფონზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში