ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

20 თებერვალი 2020, 15:07 2146 ნახვა

ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა, მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაყო.  პოლიტიკური განცხადებები ციხის დატოვებისთანავე გააკეთა.  გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლება დაემხობა და  აღდგება პოლიციელების ღირსება.  

კონკრეტულმა ოპოზიციურმა ძალებმა მასთან ურთირთობაზე უკვე თქვეს უარი, მათ შორისაა საზოგადოეbრივი მოძრაობა ლელო, ამის მიუხედავად მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ კი მას ისევ დააბრუნებენ ციხეში კონკრეტული საქმეებისთვის, რომელზეც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მასთან დიალოგს გამორიცხავს ანზორ ბიწაძეც, უმრავლესობაში მერაბიშვილის პოლიტიკას სერიოზულად არ აღიქვამენ, კახა კალაძემ ოპოზიცია უსურვა დღეს ვანოს მსგავსი ლიდერები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში