დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ-გახარია მერაბიშვილზე

20 თებერვალი 2020, 15:00 1498 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს ციხის დატოვების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელში დასულდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი