ადვოკატებმა და პარტიის წევრებმა ვანო მერაბიშვილი ტყუილში აცხოვრეს - თეა წულუკიანი

20 თებერვალი 2020, 11:17 1177 ნახვა

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ადვოკატები და პარტიის წევრები, წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილს ტყუილში აცხოვრებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ პოლიტპატიმრად აღიარეს რაც სიცრუე იყო. თეა წულუკიანის თქმით, მერაბიშვილმა ციხე დატოვა მაშინ, როდესაც სასჯელი სრულად მოიხადა. 

„რაკი ის უკვე თავისუფალია, მინდა, უფრო მწვავედ შევაფასო საერთაშორისო დონეზე მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და  პატიმარს ტელევიზიის მეშვეობით რამდენჯერმე უთვლიდნენ ტყუილებს. ეუბნებოდნენ – შენ გაღიარეს თითქოს პოლიტპატიმრად, ეს იყო სიცრუე და სამწუხაროდ ხანდახან, მას მერე, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმრებთან მიმართებაში, როდესაც მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება თავიდან მიმდინარეობს.

''ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს'', – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში